სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

137 წლის განმავლობაში პირველად ფოთის #12 სკოლის ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2016-01-21 16:30:00

ფოთის #12 საჯარო სკოლის ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. სკოლას არსებობის   137 წლიანი ისტორია აქვს, მას ამ ხნის განმავლობაში  პირველად უტარდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, სკოლის სრულ განახლებას და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას გულისხმობს: შენობას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, გაკეთდა გადახურვა, გამოიცვლება იატაკი, კარ-ფანჯარა, ელექტროობა, გაკეთდება გათბობის თანამედროვე სისტემა, სველი წერტილები, სკოლას ექნება თანამედროვე სპორტული და სააქტო დარბაზები.

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ქალაქის მერმაირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ  დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415
16
1718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო