სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა

2016-01-19 18:19:00

ფოთში, ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში,  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის ინიციაორი საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია, რომელმაც კანონპროექტზე იმუშავა. კომიტეტის თავმჯდომარემ და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ შეკრებილებს კანონპროექტი წარუდგინა.

პრეზენტაციას პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები, საკრებულულოს თავმჯდომარეები, რეგიონის საბავშვო ბაღების დირექტორები,  მეთოდისტები და აღმზრდელ პედაგოგები დაესწრნენ.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ითქვა, სავალდებულო სკოლამდელი განათლების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული პროგრამით, სკოლამდელი დაწესებულებების მომზადება პირველად დაიწყება.

რეფორმა გულისხმობს არა მხოლოდ უფასო სავალდებულო სკოლამდელ მომზადებას ყველა ბავშვისთვის, არამედ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას, კვებასა და ყველა აუცილებელი პირობების შექმნას ბაგა-ბაღებში. ეკა ბესელიას თქმით, რეფორმა უდიდესი მნიშვნელობისაა და ორი წელია მზადდება გაეროს ბაშვთა ფონდისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით.

კანონპროექტის მთავარი მიზანია ბავშვებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა და მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობა.

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სულ 254 საბავშო ბაღია, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 18 საბავშო ბაღი რეგიონში 2015 წელს აშნდა, გასული სამი წლის განმავლობაში კი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 200-ზე მეტ საბავშო ბაღს. ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშო ბაღებში კვება გახდა სრულიად უფასო. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა რეგიონში წელსაც გრძელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო