სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ტეხურის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის პრეზენტაცია მარტვილში

2016-01-13 12:21:00

მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეშისახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

წინასწარი ანგარიში ადგილობრივ მოსახლეობას შ.პ.ს. „ტეხური ენერჯის“ გენერალურმა დირექტორმა მოგელი ტყებუჩავამ გააცნო. მისი თქმით, აღნიშნული საჯარო განხილვა ადგილობრივების ინფორმირებას და მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას ემსახურება.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტეხურის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშებებლობა სავარაუდოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყება. პროექტი სამ წლიანია და მისი ჯამური ღირებულება 170 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, მშენებლობაზე 2500 ადამიანი დასაქმდება.ექსპლუატაციის შემდეგ კი 700 ადამიანი დასაქმდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსი გაბისონიას თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად,ადგილობრივ ბიუჯეტს დამატებითი შემოსავალი ექნება, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტის საბოლოო ანგარიშს, ენერგეტიკის სამინისტროს დასკვნის და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, შ.პ.ს. „უნივერსალ კომპანი“, შ.პ.ს. „გროს ენერჯი ჯგუფი“ და შ.პ.ს. „ტეხური ენერჯი“ შეადგენენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო