სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

არსებული ვითარება გუბერნატორმა მთავრობის წარმომადგენლებს გააცნო

2016-01-05 19:04:00

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მოქმედებენ. პრემიერ-მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. სამეგრელო-ზემო სვანეთში დიდთოვლობისგან შექმნილ პრობლემებს, გიორგი ამაშუკელთან ერთად ადგილზე გაეცნო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გიორგი ამაშუკელთან, ილია ელოშვილთან და საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად გზების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სპეცტექნიკით იწმინდება გზები, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები. რამდენიმე ოჯახს, რომელთა სახლებს დიდთოვლობის გამო სახურავი დაუზიანდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება უკვე გაუწია. აღდგენით სამუშაოებთან ერთად, ითვლება ზარალი. ძირითადი გზების უმეტესი ნაწილი სრულად გაწმენდილია, გრძელდება სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო