ახალი ამბები
დიდთოვლობა რეგიონში - 16 საათის მონაცემები
⏩✅ ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, ელექტრო ენერგიის მიწოდება ათი ათასი გამორთული აბონენტიდან აღუდგა 5 ათასზე მეტს. აღდგენითი სამუშაოები ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეონს. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციიათ დღის ბოლომდე ყველა აბონენტს ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგება.
⏩✅ მესტია - მესტიის მიმართულებით, მოძრაობა ჩაკეტილია ბარჯაში-ხაიშის მონაკვეთზე, სადაც თოვლის საფარი 1 მეტრს აღემატება. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მუშაობს რამდენიმე მძიმე ტექნიკა.
⏩✅ სენაკი - ცენტრალური და შიდა საუბნო გზები გაწმენდილია. თოვასთან ერათად ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოებიც.
⏩✅ ჩხოროწყუ - მაღალი ზონის სოფლებში მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამჟამად იწმინდება ჩხოროწყუ-მუხურის და ჩხოროწყუ- სენაკის მიმართულებები.
⏩✅ ქალაქ ზუგდიდში გაწმენდილია შიდა გზები, მოხდა დეკორატიული ხეების თოვლისგან დაბერტყვა, მოიყარა ტექნიკური მარილი, ყინულის სახლის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მოხდა გასაბერი კონსტრუქციის დაშვება (ჩაფუშვა).
⏩✅ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - გაწმენდილია ცენტრალური გზები. მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია ჯიხაშკარის და ჭკადუაშის მიმართულებით. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
⏩ წალენჯიხა - გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები, სამუშაოების წარმოებას აფერხებს ინტენსიური თოვა. ამჟამად მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია მაღალი ზონის სოფლებში.
⏩✅ ხობი - ცენტრალური და შიდა გზები გაწმენდილია. საღამოს მოხდება ტექნიკური მარილის მოყრა.
⏩✅ მარტვილი - ცენტრალური და შიდა გზები გაწმენდილია.
✅ ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
✅სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია ხელმძღვანელობენ. შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
✅ დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის დროს დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 591 41 77 18