ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა [ცხელი ხაზი: 591 41 77 18]
2016-01-03 13:01:00
✅ დიდთოვლობის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც გუბერნატორის დავალებით ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია ხელმძღვანელობენ. ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერიც, რომელზეც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
⏩დიდთოვლობის გამო შექმნილი ნებისმიერი დაბრკოლების დროს დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 591 41 77 18