ახალი ამბები
ლევან შონიას საახალწლო მილოცვა
,,თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას მინდა მივულოცო დამდეგი-შობა ახალი წელი. გისურვებთ წინსვლას, ულევ წარმატებებს. თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეს წელი ყოფილიყოს სასიკეთოდ გარდამტეხი. მინდა ახალი წელი მივულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ერთად ავღნიშნავთ დღესასწაულებს.
2015 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისთვის, რადგან ამ წელს განხორციელდა 220 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. მომავალი წელი იქნება არანაკლებ წარმატებული რადგან ვგეგმავთ უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.
გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს ყველა კეთილ საქმეში!"
პატივისცემით,
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია