სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლევან შონიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მოქალაქეებს ქუჩებში მიულოცა

2015-12-31 19:51:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ მოქალაქეებს დამდეგი შობა ახალი წელი ქუჩებში მიულოცა. გუბერნატორი გამვლელებს პირადად ულოცავდა კარსმომდგარ დღესასწაულებს.

ლევან შონიამ დამდეგი დღესასწაულები მცირე მეწარმეებსაც მიულოცა და მათ ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვა.

გუბერნატორი დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლებსა შეხვდა და აღნიშნა, რომ 2016 წელი რეგიონისთვის სასიკეთოდ გარდამტეხი წელი იქნება, რადგან „ისეთი მასშტაბური პროექტები დაიწყება, როგორიც ანაკლიის პორტი და ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტებია. ვისაც მუშაობა სურს არავის პრობლეა არ ექნება, პირიქით ჩვენ გადავამზადებთ მოქალაქეებს,  გვჭირდება ძალიან ბევრი პროფესიონალი, რადგან რეგიონის აღმშენებლობა იწყება. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წარმატებების წელი გქონებოდეთ, თქვენ და სრულიად საქართველოს“ - განაცხადა ლევან შონიამ.

ტაქსის მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ გუბერნატორმა დარჩლის ახალი პარკი დაათვალიერა, რომელიც ამაღამ გაიხსნება და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება. დარჩელში წელს პირველად გაიმართება მასშტაბური საახალწლო ღონიძიებებიც, სოფლის ცენტრში უკვე დამონტაჟებულია ნაძვის ხე, სცენა და აპარატურა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო