ახალი ამბები
ლევან შონიამ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მიღება გამართა და რეგიონში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს დამდეეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„გილოცავთ დამდეგ-შობა ახალ წელს, უმეტესი თქვენგანი ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულებს ქუჩაში ატარებთ, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ, ზრუნავთ თითოეული მათგანის უსაფრთხოებაზე. ვიცი რამხელა შრომა და გამბედაობა სჭირდება თქვენს პროფესიას, ამიტომაც განსაკუთრებულად გილოცავთ“ - აღნიშნა ლევან შონიამ.
გუბერნატორი დღესვე დარჩელის პოლიციის განყოფილებას საახალწლო ნობათით ესტუმრა და პოლიცილელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.