ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. სხდომას გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები და 2016 წლის ბიუჯეტები, რომელიც როგროც შეხვედრაზე ითქვა თანხვედრაშია რეგიონული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმასთან.
სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. პროექტის პრეზენტაცია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელიამ გამართა. მან საბჭოს წევრებს წარუდგინა რეგიონული განვითარების სტრატეგიისა და მათი სამოქმედო გეგმების 6 თვიანი მონიტორინგის ფორმატში, განვითარების სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტი. კერძოდ, 5 დარგობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული გრაფიკი, სადაც მოცემულია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალური ბიუჯეტიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან დასაფინანსებელი პროექტები. სამუშაო ჯგუფების მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების აღწერილობები.