სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 16 ოჯახს საახალწლოდ ახალი სახლები გადაეცა

2015-12-30 15:09:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 16 ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელი სახლები აუშენა.

დღეს, კახათის, ახალკახათის, ცაცხვისა და აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ და გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ კომისიის წევრებთან ერთად ბენეფიციარებს სახლის გასაღები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აშენებული სახლები მაქსიმალურად ადაპტირებულია საყოფაცხოვრებო პირობებთან. ამასთანავე, ბენეფიციარებს წყალსაქაჩი მოწყობილობა, წყლის ავზი, საკანალიზაციო მილები და მზის გამათბობელი დაუმონტაჟდებათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ლევან შონიას თქმით: „ეს არის უმნიშვნელოვანესი, ინოვაციური, პროექტი, რომელიც ძალიან ბევრი ოჯახის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცლის. მიხარია, რომ ამ ოჯახებს ცხოვრება ცივილურ გარემოში მოუწევთ და ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდებიან. ამ ოჯახების ბავშვებს ჩვენ ზაფხულში ბანაკებში დავასვენებთ, მათ უნდა ჰქონდეთ ყველანაირი ხელშეწყობა. უფრო მახარებს რომ 2016 წელს ზუგდიდში მსგავსი სახლი ბევრად მეტ შეჭირვებულ ოჯახს ექნება.“ 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 380 000 ლარი დაიხარჯა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო