სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა ზუგდიდში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

2015-12-29 16:35:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში მიმდინარე და დასრულებულლი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

გუბერნატორმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერა, სასახლის რეაბილიტაციაზე წელს 800 ათასი ლარი დაიხარჯა, მთლიანობაში კი მისი აღდგენა 1 042 965 ლარი ჯდება. ლევან შონია ასევე გაეცნო ანდრია დადიანის პარკში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პარკის კეთილმოწყობაზე კი 235 533 ლარი დაიხარჯა.

მხარის გუბერნატორმა დღესვე დაათვალიერა ზუგდიდის ყინულის სასახლე, სადაც წელს 1 მილიონამდე  ლარი დაიხარჯა, მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა სკამები, გასახდელები, საშხაპეები და ფიქნეს დარბაზი. მთლიანობაში ყინულის სასახლის მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 

გუბერნატორმა, ვიცე-გუბერნატორთან, მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ზუგდიდის მშენებარე სტადიონიც მოინახულა.  სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარია გამოყოფილი, მთლიანობაში კი უეფას სტანდარტების სტადიონის აშენება  20 მილიონამდე ლარი დაჯდება. ზუგდიდს სტადიონს ორი მოედანი ექნება ერთი ბუნებრივ და მეორე ხელოვნურსაფარიანი. 

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ზუგდიდი და რეგიონი ყოველწლიურად წინა წელზე მეტ პროექტს და სამუშაოებს ახორციელებს - „ჩვენი მთავარი დევიზია ყოველი წელი მეტობის ნიშნით. წელს ჩვენ გვქონდა წინაზე უკეთსი წელი და მომავალი წელი იქნება ბევრად წარმატებული. წელს ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შედეგები  რეგიონში 220 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია მომავალ წელს ჩვენ გვექნება ბევრად მასშტაბური სამუშაოები“ - განაცხადა ლევან შონიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო