სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში მერძევეობის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

2014-07-17 13:56:00

2014 წლის 16 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სოფლის მეურნეობის საინვესტიციო მიმართულების პროექტის ხელმძღვანელმა, რატი მექვაბიშვილმა ფონდის პარტნიორი კომპანია „ფრიჟენის“ (“Friesian”) მეცხოველეობის ექსპერტ ბერენდ დე ლეუსთან ერთად შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შეხვედრის ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელმა და ჰოლანდიელმა ექსპერტმა ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში 1000 სულიანი მერძევეობის ფერმის და რძის გადამამუშვებელი საწარმოს მშენებლობას (სიმძლავრე: 100 ტ რძე დღეში).

პროექტის მინიმალური ჯამური საინვესტიციო ღირებულება 27 მლნ ლარს შეადგენს. ადგილობრივად დასაქმებულთა რიცხვი კი მინიმუმ 150 ადამიანს გაუტოლდება.

პროექტის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი საწარმო ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდის რძეს, რის შედეგადაც ჯამში ფერმერები ყოველდღიურად მიიღებენ მინიმუმ 60,000 ლარის ღირებულების შემოსავალს.

მატერიალურ შემოსავალზე დამატებით, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასო ტექნიკური და საკონსულტაციო მხარაჭერა ფერმების მართვის, ვეტერინარიისა, პირუტყვის მოვლისა და კვების თვალსაზრისით.

დამატებით, მერძევეობის ფერმის კომპლექსის ფარგლებში იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი, რომელიც დაინტერესებული ადგილობრივი ფერმერებისთვის გამართავს თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ტრენინგებს მეცხოველეობის თემასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პროექტს ასევე გააჩნია სოციალური პაკეტი, რომელიც მერძევეობის ფერმის მიმდებარედ არსებული სოფლის მოსახლეობისათვის საბავშვო ბაღის (50-60 ბავშვზე) აშენებას გულისხმობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო