სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გუბერნატორებთან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებზე იმსჯელეს

2015-12-05 15:22:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი სახელმწიფო რწმუნებულებს-გუბერნატორებს  შეხვდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ განიხილეს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

აღნიშნული კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან ზემოთ მდებარე დასახლება. საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსი, შესაძლოა, ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. 

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებს ის 3 ძირითადი კრიტერიუმი გააცნეს, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება.

ესენია: 

1. დემოგრაფიული კრიტერიუმი ( მაღალმთიანის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს დასახლებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია, რაც საბოლოო ჯამში დასახლების დეპოპულიზაციას, ანუ მოსახლეობისაგან დაცლას იწვევს); 2. სასოფლო-სამეურნეო კრიტერიუმი (მაღალმთიანის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს დასახლებას, რომლის მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო ან სახნავ-სათესი ფართობების ნახევარზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში). 3. პერიფერიული კრიტერიუმი (აღნიშნული კრიტერიუმით ხდება იმ დასახლებების განსაზღვრა, რომელთა მოსახლეობისათვის ძირითად საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული ან გაუარესებულია).  აღნიშნულის გათვალისწინებით, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში:

• თუ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ერთ კრიტერიუმს; 

• თუ დასახლება ზღვის დონიდან 800-დან 1000 მეტრამდე სიმაღლეზეა და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ორ კრიტერიუმს

• თუ დასახლება ზღვის დონიდან 800 მეტრამდე სიმაღლეზეა და აკმაყოფილებს დასახელებულ სამივე კრიტერიუმს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო