ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სანერგე მეურნეობა აღდგენილია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, პროექტის „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენის“ დახურვის ცერემონალი გაიმართა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროეტის ფარგლებში მოხდა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანერგეს აღდგენა, მოეწყო ახალი დამატებითი სანერგე 2000კვ.მ ფართობზე. სანერგეში გამოყვანილ იქნა ბოტანიკურ ბაღში გადაშენების პირას მყოფი ენდემური და ეგზოტიკური მცენარეების 5057 კალამი და 20 000-მდე ძირი. პროექტის მიზანი იყო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და კონსერვაციის ხელშეწყობა უნიკალური მცენარეების განაშენების გზით.
პროექტი ასოციაცია „მერკურმა“, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელა.