ახალი ამბები
სტიქიამ ფოთში საცხოვრებელის სახლების სახურავები დააზიანა
17 ნოემბერს გამთენისას, 05:30 წთ -ზე ამოვარდნილმა ქარბორბალამ ფოთში, მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა.მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები. მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ. ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება.
დაზიანებული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ.
ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ.რის შემდეგაც მონაცემები მთავრობაში გაიგზავნება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება. მოგიწოდებთ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 0493 22 12 95