ახალი ამბები
სახალხო დამცველის აპარატის შუალედურ ანგარიშს ლაშა გვასალია დაესწრო
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდს ოფისში, პროექტის - „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის უზენაესობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერების გზით“ შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრის ფარგლებში, აღნიშნულ თემაზე დისკუსია გაიმართა, სადაც რეგიონში არსებულ სოციალურ-ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე იმსჯელეს.
პრეზენტაციას, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის-გუბერნიის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი იასენ ტომოვი, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.