ახალი ამბები
ფაზისობა 2015
„ფაზისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთში, ზამბახიძის ქუჩაზე რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სააღმზრდელო დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის რეგიონული განვითარების ფონდმა 177 ათასი ლარი გამოყო.
ფაზისობასთან დაკავშირებით, ასევე გაიხსნა არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი. მოგვიანებით კი საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში ახალი საკონფერენციო დარბაზის პრეზენტაცია მოხდა, რომელის დათვალიერებასაც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე შეუარეთდა. ფაზისობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულტან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ადგილას კონცერტები, მსვლელობები და სახალხო სეირობა იმართბოდა. სახალხო დღესასწაული "ფაზისობა-2015" ბენდ laudspeakers-ის კონცერტმა დაასრულა.