სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორის შუამდგომლობით ლუკა დავიანტის საქველმოქმედო აქციას ბინესმენები შეუერთდნენ

2015-11-09 10:48:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ლუკა დავიანტის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აციას შეუერთდა. გუბერნატორ ლევან შონიას და ვიცე-გუბერნატორ კობა ქანთარიას უშუალო ჩართულობითა და შუამდგომლობით სხვადასხვა კომპანიებმა ლუკა დავიანტის ანგარიშზე 6 ათასი ლარი ჩარიცხეს. საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ლუკა დავიანტის მშობლიურ ქალაქ ჯვარის სტადიონზე გაიმართა. 

დავიანტის ახლობლებს და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის იურისტმა მაკა ფიფიამ გააცნო:

„მიხარია, რომ დღეს აქ ვარ ლუკა დავიანტის გვერდით და წარმოვადგენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო  რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას. ის რაც დღეს აქ ხდება არის კეთილი საქმე და ჩვენ ყოველთვის ვართ მსგავსი სიკეთის გვერდით. მინდა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ვამცნოთ ლუკას და მის გულშემატკივრებს. გუბერნატორ ლევან შონიასდა გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა ქანთარიას უშუალო ჩართულობითა და  შუამდგომლობით „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ლუკას ანგარიშზე უკვე ჩარიცხა 1000 ლარი, კომპანია „MK-ინვესტის“ დამფუძნებელი ბატონი აკაკი ახვლედიანი რიცხავს 2000 ლარს, ხოლო კომპანიების: „კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას“, „კასტელის“ და რესტორნების ქსელი „მაკდონალდსის“ გენერალური მენეჯერი ბატონი თემურ ჭყონია თიოეული კომპანიის სახელით ათას-ათას ლარს რიცხავს.  მინდა ლუკას გამოჯანმრთელება და წარმატებები ვუსურვო.  ჩვენი სახით ლუკამ დიდი გულშემატკივარი შეიძინა, მადლობა ყველას ჩვენი ადმინისტრაციის სახელით, რომ მონაწილეობთ ამ საქველმოქმედო კონცერტში“ - განაცხადა კონცერტის მიმდინარეობისას მაკა ფიფიამ.

ლუკა დავიანტს, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია საქართველოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი საზღვარგარეთ სასწრაფო-გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. ლუკას დასახმარებლად ანგარიში გახსნილია „ლიბერთი ბანკში“. [ანგარიშის ნომერი:  G74LB0711119238796000]

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო