ახალი ამბები
ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმს რეაბილია ჩაუტარდა
2015-11-08 15:00:00
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში პოეტ ლაშა გახარიას რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი ჩხოროწყუს გამგებელმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ გახსნეს.
ლაშა გახარიას სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 46 ათასი ლარი დაიხარჯა. სახლ-მუზეუმთან ერთად კეთილმოეწყო ეზო და ჭიშკარი. სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. სახლ-მუზეუმი ამორტიზებული იყო და მოითხოვდა რეაბილიტაციას.