ახალი ამბები
გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონის თვითმმართევლობის პირველ პირებთან თათბირი გამართა
2015-10-19 15:39:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. გუბერნიის ადმინისტრაციულ შეხვედრაზე გამართულ თათბირზე პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გუბერნატორის შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდა.