ახალი ამბები
გუბერნატორი ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ფოთის ინფრასტრუქტურის განვითარების ორ გამოკვეთილ პრიორიტეტს- რუსთაველის რკალზე ტროტუარების რეაბილიტაციასა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს - დათო კოდუასთან, ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი კაკულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე თოფურიასთან ერთად ადგილზე გაეცნო. ორივე სარეაბილიტაციო ობიექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 191. 311 ლარი დაიხარჯება .სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ პ ს ,,Enginering Servis Compani'' ასრულებს.
იგივე კომპანია ახორციელებს ტროტუარების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციას რუსთაველის რკალზე, რომლის სახელშეკრულებო თანხა 1 მილიონ 503.869 ლარით არის განსაზღვრული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და იგი 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.