ახალი ამბები
გუბერნატორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს
აფხაზეთის ადმინისისტრაციულ საზღვართან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „მეგობრობის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა და ზუგდიდს გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დაათვალიერეს.
გუბერნატორის განცხადებით, სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია, ლევან შონიამ მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას.
სავაჭრო ცენტრი „მეგობრობა“ 4 ჰექტარზე განთავსდება. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, საზოგადოებრივი ცენტრი, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ასევე ვეტერინარული კლინიკა განთავსდება.
სავაჭრო ცენტრში ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება იმისითვის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური ხარისხის მომსახურეობა და პროდუქტი მიიღოს რაც ხელს შეუწყობს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ზედმეტი დანახარჯების გარეშე ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით.
რუხის მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრს საპარტნიორო ფონდი აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ ასრულებს. სამშენებლო სამუსაოებზე დასაქმებულია 100-მდე მოქლაქე.
აღსანიშნავია, რომ რუხში ასევე შენდება, მულტიფუნქციური რეგიონალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაეებს უფასოდ მოემსახურება. მთავრობას გამყოფი ხაზის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, კონფლიქტისპირა სოფლებში, კოკი, ორსანტია, ხუჩა, შამგონა, რიყე და ფახულანი აშენდა ახალი გზები, უმეტეს კონფლიქტისპირა სოფლებში მოხდა გაზიფიცირება.