ახალი ამბები
გუბერნატორმა, ინფრასტრუქტურის მინისრის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ხობში მშენებარე გზა დაათვალიერეს
ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 5 კილომეტრიანი გზის მოასფალტება, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის მონაკვეთებს. გზასთან ერთად კეთდება 4 ახალი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდ-ბოგირს, ამათგან შენდება არის 21 მეტრის სიგრძის ახალი ხიდი. პროექტს, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ 246 ათასი ლარს შეადგენს, შპს „არქეოპოლისი“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.