სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ გაიხსნა

2015-10-02 22:37:00

დღეს, 2 ოქტომბერს, ხობში საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ფესტივალის გახსნაში მონაწილეობისთვის ხობს ეწვივნენ ქართული ესტრადის მომღერლები: ელენე ფოჩხუა, სოფო გელოვანი, ნინო ბაშარული, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და ლევან მასპინძელაშვილის ბენდი.

ხობის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“ წელს მეშვიდედ იმართება. ხვალ, 3 ოქტომბერს ხობის ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ეთნოკუთხეები, დასკვნით საღამოზე კიხეთის თეატრონში ფესტივალი  ლეგენდარულ ანსამბლ „რუსთავს“ და თამარ გვერდწითელს უმასპინძლებს. ხობის ფესტივალს ხვალ კულტურის მინისტრი, პარლამენტარები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრებიან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო