ახალი ამბები
მულახის სპორტსკოლის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია
სოფელ მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. სპორტსკოლის რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს სპორტული დარბაზის, საცურაო აუზის, სამეურნეო ფანჩატურის, ჩოგბურთის მოედნის, საშხაპეებისა და საუნის, სამზარეულოსა და კაფე–ბარის და სხვა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ამ ეტაპზე უკვე დამთავრებულია შენობის გადახურვა, ელექტრო გაყვანილობა, ცენტრალური გათბობის, ვინტილაციის და შიდა კანალიზაციის ქსელი. დასრულდა შელესვა და საცოცი კედლის კონსტრუქციული მონტაჟი. ამჟამად მიმდინარეობს დარბაზის ჭერის შეფუთვა მუყაო თაბაშირით და გარე ფასადის მოპირკეთება ხე მასალით. ხელშეკრულების მიხედვით სპორტკომპლექსისი სამშენებლო სამუსაოები 2016 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 159 260 ლარია.