ახალი ამბები
მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაული გრანდიოზულად აღინიშნა
წელს მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა გრანდიოზულად აღინიშნება. დავით აღმაშენებლის ამღრზდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.
ჭყონდიდიობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილეები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტბის გამგებლები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებიან.
გუბერნატორმა ლევან შონიამ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სამეგრელოს ეთნოგრაფიული კუთხეები დაათვალიერა, რის შემდეგაც საპატიო მარტვილელის სტატუსის მინიჭების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. გუბერნატორმა შეკრებილებს დღსასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ „გიორგი ჭყონდიდიელის როლი დიდია ქართული სახელმწიფოს გაერთიანების საქმეში, როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა მასთან თათბირის გარეშე დავით აღმაშენებელი არ იღბდა არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს საერო და საეკლესიო დღღესასწაულს და მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრი გიორგი ჭყონდიდლები ყავდეს.“
ჭყონდიდობის დღესასწაულის აღნიშვნა საზეიმო წირვით საკათედრო ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყო. რის შემდეგაც წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართა. მოგვიანებით კი ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერწერული ნამუშევრები გამოიფენა გაიხსნა, გამოფენები გაიმართა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზებსა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეც, პოეზიის დღე მოეწყო მარტვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობდა. წელს ჭყონდიდობაზე მოეწყო კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები. სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო. ჭყონდიდობა დატვირთული იყო სპორტული ღონისძიებებითაც, შეჯიბრი გაიმართა ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.
ადგილობრივი ხელისუფლება მარტვილელებს ჭყონდიდობის აღსანიშნავად გრანდიოზულ კონცერტსაც სთავაზობს, რომელიც მარტვილის ცენტრში 18 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ჭყონდიდობის აღნიშვნა მარტვილში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულოა და ჭყონდიდის ეპარქიაა.