სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ნენსკრაჰესის“ მშენებლობა იწყება

2015-09-16 17:25:00

საქართველოს საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია „K Water“-ი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას იწყებენ– ჰიდროელექტროსადგურს საფუძველი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა. 

მთავრობის მეთაურმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის დაწყება მიულოცა და "ნენსკრაჰესის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ნენსკრაჰესი" არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი, ისეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ პროექტს ვახორციელებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან, სამხრეთ კორეულ სახელმწიფო კომპანია K Water-თან ერთად, რომლის პარტნიორიც საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდი იქნება. მშენებლობას ისეთი ცნობილი იტალიური კომპანია აწარმოებს, როგორიც არის Salini Impregilo. დღეს ჩვენ ვიწყებთ წინა მოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ სიმბოლურად, რომ დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოები. პირველ რიგში ეს კომპანია ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს და მობილიზებას გაუკეთებს სამშენებლო ტექნიკას", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "ნენსკრაჰესის" პროექტის ჯამური ინვესტიცია არის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი, ხოლო სესხის კომპონენტში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის ,,ექსიმ ბანკი“.

"ეს ჰესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი იქნება, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი და მისი პოტენციური წლიური გამომუშავება იქნება 1.2 მლრდ კვტ/სთ.
სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია - ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება ბევრად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი", - განაცხადა პრემიერმა. 

მისი განმარტებით, ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. 
"ჰესის მშენებლობა ემყარება Build-Operate-Transfer (BOT) მოდელს, რომლის თანახმადაც ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს იგი საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. „ნენსკრაჰესი“ იქნება საქართველოში პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მოდელით და საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროექტი პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას და მკაცრად არის დაცული ეკოლოგიური ნორმები.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას ვიცე–პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, კორეული კომპანია "K Water"-ის პრეზიდენტი გაევონ ჩოი, იტალიური კომპანია Salini Impregilo–ს პრეზიდენტი ლეოპოლდო კარლესიმო და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო