სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში საფესტივალო სამზადისს გუბერნატორი გაეცნო

2015-09-12 17:13:00

ხობის VII საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ მოსამზადებელი სამუშაოების აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მუშა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ და საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, ხობის საპატიო მოქალაქემ ანზორ ერქომაიშვილმა ფესტივალის მნიშვნელობაზე, მიზნებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზეისაუბრეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფესტივალის დირექტორი რევაზ წულაია დასაორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ხობში მიმდინარე წლის  2-3 ოქტომბერს გაიმართება  და მომღერალ თამარ გვერდწითელსა და ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას მიეძღვნება. ფესტივალში საქართველოს ყველა კუთხის მომღერალთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდი „ხობი“, ქართული საერთაშორისო სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო. 

შეხვედრამდე სტუმრებმა დაათვალიერეს: ხობის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მხრიდან საკუთრებაში გადმოცემული ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობა, სადაც სპორტული კომპლექსის მოწყობაა დაგეგმილი, მშენებარე სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე - საფესტივალოდ გათვალისწინებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები: ხობის კულტურის სახლისა და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიები და ხეთის თეატრონი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო