სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სახლები უშენდებათ

2015-09-10 16:26:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა სახლებს უშენებს. თანამედროვე საცხოვრებელი წელს უკვე გადაეცა 1 ოჯახს, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე კი ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები 2 ოჯახს გადაცემა.

მეწყერის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და მისმა პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა მოინახულეს.  

გამგებელი სოფელ ახუთში გოჩა მამფორიას ახალ სახლში იმყოფებოდა, რომელსაც 2014 წლის 18-19 ოქტომბერს სტიქიის შედეგად საცხოვრებელი დაემეწყრა.  ასევე, სოფელ ახუთში დათო გოგუამ და გოჩა  ჩიქოვანმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ზვიად გერსამიას მშენებარე სახლი დაათვალიერეს, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ჩხოროწყუში დამეწყრილი ოჯახებსთვის ახალი სახლების აშენება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩხოროწყუსთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხით მოხდა.

გარდა სახლების აშენებისა, მიმდინარე წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულ 4 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეუძინა და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა უზრუნველყო.

სახლები უშენდებათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფ ოჯახებსაც, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო