ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და გუბერნატორი დევნილებს შეხვდნენ
დღეს, 9 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია,აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, დევნილთა სამინისტროს და მართვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენდა მათ საჭიროებებს გაეცნენ.
შეხვედრაზე დევნილ მოსახლეობას გუბერნატორმა განსახლების გეგმა გააცნო და დევნილთათვის ქულების მინიჭების სქემაზე ესაუბრა, ლევან შონიას განცხადებით დღევანდელ მთავრობას მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ყველაზე კარგად ესმის იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემები და ყველაფერს აკეთებს მის მოსაგვარებლად.
დევნილებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ფართებით დაკმაყოფილება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება ითხოვეს. მათ ამ მოთხოვნებს ვახტანგ ყოლბაიამ უპასუხა და განაცხადა, რომ მათიმხრიდან დევნილთა პრობლებების მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დევნილ მოსახლეობას მარტვილამდე გუშინ 8 სექტემბერს ჩხოროწყუში შეხვდნენ.