სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი “კავკასუს მეტალ ტერმინალის'' გაფართოების პროექტს გაეცნო

2015-09-09 09:03:00

ბიზნესსექტორის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელი შ.პ.ს. ,,კავკასუს მეტალ ტერმინალი'' წარმოებით არეალსა და პარტნიორულ ურთიერთობებს აფართოებს. ამ მიზნით, დაწყებულია ტერმინალის განვითარების გეგმის რეალიზაცია. ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება, სამუშაოთა მეორე ეტაპი კი სასაწყობე შენობა-ნაგებობისა და ფართობის აგება-შემოღობვას ითვალისწინებს. დღეისათვის ტერმინალზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია. საწარმოს პერსპექტივასთან დაკავშირებით, ტერმინალის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. გაფორმდა კონტრაქტი თურქულ კომპანია ,,კარდენისთან''. პროექტი ერთწლიანია და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. 

,,კავკასუს მეტალ ტერმინალის'' გაფართოების პროექტის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კავკასიური მეტალის ტერმინალი 2014 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა შვეიცარული კომპანია „INDUSTRIAL MINERAL“-ის ინვესტირებით განხორციელდა. ტერმინალი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავება-ტრანსპორტირებას ახორციელებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო