ახალი ამბები
სპორტის მინისტრი და გუბერნატორი მუნიციპალუტეტების პირველ პირებს შეხვდნენ
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ანაკლიაში შეხვდნენ. მინისტრმა და გუბერნატორმა გამგებლებისა და მერებისგან მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ საჭიროებებზე ინფომაცია მიიღეს და განიხილეს ერთობლივი პროექტები რასაც მუნიციპალიტეტები სპორტის სამინისტროსთან ერთად განახორციელებენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და გუბერნატორმა ლევან შონიამ რამდენიმე სპორტული ობიექტი დაათვალიერეს და მაქთ რეაბილიტაციაზე ისაუბრეს. მინისტრი და გუბერნატორი დღეს კომბინატის დასახლებაში არსებულ სპორტკომპლექსსაც სტუმრობდნენ. როგორც აღნიშნა, სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ხეჩიკაშვილმა განმუხურის საფეხბურთო სტადიონიც მოინახულა და სკოლას საჩუქრად საფეხბურთო ინვენტარი გადასცა.