ახალი ამბები
მინისტერბი და გუბერნატორი ანაკლიის მომავლის ბანაკს სტუმრობდენ
31 აგვისტოს „მომავლის ბანაკს “ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიგა გაბელაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
გაიმართა საფეხბურთო მატჩი, სადაც ბანაკის მონაწილეებთან ერთად სტუმრებმაც ითამაშეს. მინისტრებმა და გუბერნატორმა მოზარდებთან სხვადასხვა აქტუალურ თემაზეც ისაუბრეს. დაათვალიერეს ბანაკის ინფრასტრუქტურაც. ეს დღე „მომავლის ბანაკში“ ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებას დაეთმო, რომელიც სპორტის 5 სახეობაში იმართება - ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი. გამარჯვებული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. პროგრამის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების გზით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.