სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ერგეტაში მარულა 2015 ჩატარდა

2015-08-29 11:39:00

28 აგვისტოს, მარიამობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში გრანდიოზული მარულა ჩატარდა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.

ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდა. ერგეტაში ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად სხვადასხვა კულტურული და სპორტული ნომრების ჩვენებაც გაიმართა. მარულასთან ერთად ფალავნები ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში შეეჯიბრნენ. სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართება. შეჯიბრში მონაწილეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნებმამიიღებეს.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი მივიწყებული ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სოფელ ერგეტასა და ორულუში მარიამობა დღეს ტრადიციულად მარულაში ერთმანეთს მიმდებარე სოფლებიდან გამორჩეული ცხენოსნები ეჯიბრებოდნენ. 

გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით: „მომავალ წელს მარულა ბევრად მასშტაბური იქნება, ჩვენ მოვიწვევთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ამ ღონისძიებაზე იმერეთიდან, გურიიდან, აჭარიდან და ეს იქნება დიდი სახალხო დღესასწაული. ჩვენ მომავალ წელს უფრო გრანდიოზულ და სანახაობრივ მარულას გავმართავთ,“ - განაცხადა ლევან შონიამ. შეჯიბრის დასასრულს გუბერნატორმა უხუცეს ცხენოსნებს საჩუქრები გადასცა. გამარჯვებულები კი ფულადი ჯილდოებით ღონისძიების სპონსორების კოკა-კოლას, VTB-ბანკის და KODU group-ის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. საინფორმაციო მხარდაჭერას რადიო ათინათი, ინტერნეტგამოცემები ლაივპრესი, სამეგრელოს მედია ორგანიზაცია, ოდიშინიუს და პრესნიუსი უზრუნველყოფენ.

მარულას დასწრების მსურველთა გადასაყვანად ზუგდიდიდან ერგეტას მიმართულებით უფასო მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობდნენ. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო