სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარულას სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა

2015-08-20 16:45:00

28 აგვისტოს, მარიამობას გრანდიოზული მარულას გასამართად სამზადისი აქტიურ ფაზაშია შესული. ტერიტორიის მოწესრიგება სადაც შეჯიბრი უნდა გაიმართოს უკვე მიმდინარეობს. მოეწყობა მარულას, ყაბახისა და მოქნევის ზოლები. ამავდროულად ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ცხენოსანთა მომზადებაც.

28 აგვისტოს ერგეტაში ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად სხვადასხვა კულტურული და სპორტული ნომრების ჩვენებაც გაიმართება. უკვე ეწყობა ტერიტორია ქართული ჭიდაობის ჩასატარებლად, სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნები მიიღებენ.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით იმართება. პროექტი მივიწყებული ტრადიციების აღდგენა პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სოფელ ერგეტასა და ორულუში მარიამობა დღეს ტრადიციულად მარულაში ერთმანეთს მიმდებარე სოფლებიდან გამორჩეული ცხენოსნები ეჯიბრებოდნენ. 

მარულა ერგეტაში 28 აგვისტოს 17 საათზე დაიწყება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულები და უხუცესი ცხენოსნები, შჯიბრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიების გენერალური სპონსორი კომპანია კოკა-კოლაა. საინფორმაციო მხარდაჭერას რადიო ათინათი, ინტერნეტგამოცემები ლაივპრესი, სამეგრელოს მედია ორგანიზაცია, ოდიშინიუს და პრესნიუსი უზრუნველყოფენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25
262728  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო