სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში კოოპერატივებს თხილის საკრეფი აპარატი გადაეცათ

2015-08-14 17:22:00

14 აგვისტოს, ანაკლიაში პროექტის - „თხილის სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოწარმოების ჯაჭვის აწყობა მცირე ფერმერებისათვის საქართველოში“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოოპერატივების დაჯილდოვება გაიმართა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია დაესწრო.

ნუგზარ გაბელიამ შეკრებილებს მეთხილეობის განვითარების სახელმწიფო გეგმა გააცნო, ასევე ესაუბრა პროექ „დანერგე მომავალსა“ და სოფელ დარჩელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თხილის საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითზე.

პროექტი „თხილის სამართლიანი ვაჭრობისა და ბიოწარმოების ჯაჭვის აწყობა მცირე ფერმერებისათვის საქართველოში“ მიზნად ისახავს თხილის წარმოების ხელშეწყობას მცირე ფერმერების მობილიზებით, მათი კოოპერაციის ხელშეწყობით, ასევე ტექნიკური ტრენინგების ჩატარების გზით.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ 5 ფერმერთა საინიციატივო ჯგუფს თანადაფინანასებით გადაეცა სხვადასხვა ტექნიკა - თხილის ასაკრეფი აპარატები, მცირე ტრაქტორი და სხვ. პროექტი ხორციელდება დასავლეთ საქართველოში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ შვეიცარული დონორი ორგანიზაციის HEKS-EPER-ის დაფინანსებით და თხილის გადამამუშავებელ და ექსპორტიორ კომპანიასთან ANKA Fair Trade-თან, აგრეთვე შვეიცარულ კომპანია PAKKA-სთან თანამშრომლობით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო