სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში „ცოტნეობა“ აღინიაშნა

2015-08-12 19:12:00

12 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. სახალხო დღესასწაულზე მსურველები ერთმანეთს ჭიდაობაში, ლელობურთსა და ნარდში შეეჯიბრენენ. გამარჯვებულები კი გუბერნატორის მოადგილემ, ხობის გამგებელა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ფოთის მერმა დააჯილდოვეს.

„ცოტნეობას“ სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან დაესწრნენ. დღესასწაული ადგილობრივებს მიულოცეს და სახალხო ზეიმში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელიმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ, პარლამენტის წევრებამა გიგა და გოდერძი ბუკიებმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, ასევე   ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა და ჰოლანდიისა და ბელგიის მიტროპოლიტმა დოსითეოზმა.

სტუმრებმა ჯერ დაათვალიერეს მეგრული ფაცხები სადაც ადგილობრივი სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები იყო გამოფენილი, შემდეგ  კი ცოტნე დადიანის მოღვაწეობის აღმნიშველი კომპოზიცია „გმირობიდან წმინდანობამდე“ დაესწრნენ.

ხობში ცოტნეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობდა.  სადღესასწაულო წირვა გაიმართა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახლელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო