ახალი ამბები
ანაკლიაში ავტომოყვარულთა შოუ მიმდინარეობს
7 აგვისტოს საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის (Gem fest) ოფიციალურ დახურვასთან დაკავშირებით "Western Drivers Club - სამეგრელოს" ორგანიზებით ანაკლიაში, გრანდიოზული ავტოშოუ იმართება, სადაც ავტომოყვარულები ერთმანეთს წყვილთა რბოლაში ეჯიბრებიან.
ავტოშოუ სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. სპონსპორები კი „Gem fest“ და „ჯიმა მოტორსი“ არიან.
გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან და სოლიდური პრიზებით დაჯილდეოვდებიან. ორგანიზატორებმა ავტოშოუს მაყურებლებს დღეს სიურპრიზი მოუწყვეს და ყველა მათგანი Gem fest-ის დღევანდელ საღამოზე უფასოდ დაპატიჟეს. ჩვენებას დაესწრნენ ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ დამსვენებლებიც.
"Western Drivers Club - სამეგრელო“ გრანდიოზული სანახაობის მოწყობას შემოდგომაზეც გეგმავს. კლუბი საზოგადოების წინაშე ერთი თვის წინ ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წარსდგა, სადაც ავტო-მოტომოყვარულთა ორდღიანი შოუ გამართა, რომლის მთავარი ორგანიზატორიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია იყო.