სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

2015-08-02 14:54:00

გრიგოლეთში ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები ბალხამიშვილების ოჯახი ემსხვერპლა. დაღუპულია ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონა. დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, ლევან შონია მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:

„თავზარდამცემია ის რაც გუშინ გრიგოლეთში მოხდა. ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრები ბალხამიშვილების მთელი ოჯახი  ემსხვერპლა. დაღუპულია ოჯახის ექვსივე წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონა. მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის უბედურება არამარტო ბალხამიშვილების ნათესავების, ახლობლების, მეგობრებისა და  მეზობლებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყეტილება, რომ დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მთავრობა დაფარავს“- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის  გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებაში.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო