ახალი ამბები
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად გაეცნო
2026-11-24 18:07:00
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად გაეცნო.
მუზეუმი ორ ლოკაციაზე ფუნქციონირებს. ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ერთ-ერთი მათგანია 1907 წელს აშენებული, მოდერნის სტილის ისტორიული შენობა, სადაც მუზეუმი 1978 წლიდან არის განთავსებული. 2024 წლის აპრილიდან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
მუზეუმის მეორე ლოკაცია ნიკო ნიკოლაძის სახელთან დაკავშირებული ხუთსართულიანი კოშკია, რომელსაც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით 2016-2018 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მინისტრთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში იმყოფებოდნენ ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.


























