ახალი ამბები
კულტურის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში
2026-11-24 18:02:00
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში იმყოფებოდა.
მინისტრს მუზეუმისა და ცენტრის ინფრასტრუქტურა, არსებული საჭიროებები, ასევე, განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ გააცნო.
დადიანების სასახლეთა მუზეუმში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიული შენობების საფონდო საცავების მოწესრიგების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.
ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში მინისტრი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების მიმართულებით საქმიანობას, ასევე ინფრასტრუქტურულ გამოწვევებთან დაკავშირებულ, მათ შორის, სადრენაჟე და სახანძრო სისტემების გამართვის საკითხებს გაეცნო.
კულტურის მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი გუგუჩია და გრეტა წიწავა, მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.


























