სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა

2026-07-10 12:27:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა და სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მინდია ღლონტმა, ზუგდიდის, ხობის, სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

სახელმწიფო რწმუნებული და მინისტრის მოადგილე ზუგდიდში ვეკუას, ამბროსი ხელაიას, ჯიქიასა და შოთა დარასელიას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომელთა ფარგლებში ქალაქში 8 კილომეტრამდე გზის მოწყობა მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტში მინისტრის მოადგილე გაეცნო სოფელ საწულეისკირიოში მინი სპორტული მოედნის მოწყობის, სოფელ საადამიოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ბურჯის გამაგრებისა და რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოებს.

აბაშის მუნიციპალიტეტში ზაზა კვიციანმა დაათვალიერა ილიას ქუჩასა და კვათანის უბანში სკვერების მოწყობის, ასევე წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სკოლის სპორტდარბაზისა და დამხმარე სივრცეების სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა.

ხობის მუნიციპალიტეტში მინისტრის მოადგილე გაეცნო ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც ბეტონის საფარის მოწყობას, სანიაღვრე სისტემის, საგზაო ნიშნებისა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 პროექტი ხორციელდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
67891112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო