სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვა

2026-07-06 12:47:00

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში სენაკისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.  გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც  პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიება სენაკში, ტექნოპარკში გაიმართა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავამ  გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მესამედ განხორციელდა. პროექტის მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
1011121314
15
16
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო