ახალი ამბები
ფოთში კოღოების შეწამვლა მიმდინარეობს
ქალაქ ფოთში კოღოს საწინააწმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე დასავლეთ საქართველოში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან -კოღოებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან ერთად ახორციელებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით უკვე დაამუშა 612 ჰა (ფოთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი)ფართობი. აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის საფუძველზე სააგენტომ ბიოლოგიური პრეპარატით დაამუშავა წყალსატევები, დაჭაობებული ადგილები, სადაც მასიურად აღინიშნებოდა კოღოს მატლების გავრცელება, მათ შორის, ბათუმში - 16 ჰა, ფოთში - 40 ჰა. ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი „ვეკტობაკი“, რომელიც სპეციალურად შექმნილია კოღოს მატლების გასანადგურებლად წყლის ზედაპირზე და ეფექტურია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის , ცხოველებისთვის თევზებისა და ფუტკრებისთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კოღოების საწინააღმდეგო წამლობა განახორციელდა აღმოსავლეთ საქართველოშიც. სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშისააგენტოს ძალებით 1200 ჰა ფართობი შეიწამლა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების, მათ შორი, კოღოების წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებების ჩატარება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა. სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებას 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ახორციელებს.