სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის სოფელ სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

2026-06-17 17:35:00
აბაშის სოფელ სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში სოფელ სუჯუნაში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული ბავშვების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
 
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, აბაშის მერი გიგა გაბელაია და საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია გაეცნენ.
 
ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშო მოედანი, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებითა და უსაფრთხო, რბილ ზედაპირიანი საფარით.
პროექტი სრულად ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10
111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო