სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

განათლების მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრნენ

2026-06-18 17:05:00
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრნენ.
 
გივი მიქანაძეს და დავით ვერავას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ უმასპინძლა და ცენტრის უახლესი მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული განათლების ცენტრის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
გივი მიქანაძემ მონაწილეებს გააცნო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიზნით, 3 მილიონი ლარი გადაეცემა.
 
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. პროფესიული განათლების ცენტრი ზუგდიდსა და სენაკში ფუნქციონირებს და რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს.
სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების უზრუნველყოფაზე. ცენტრის ინფრასტრუქტურა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, სასათბურე და საფუტკრე მეურნეობებს, ასევე თანამედროვე ტიპის ფერმას, რაც სტუდენტებს პრაქტიკული უნარების რეალურ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ცენტრში ხორციელდება 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 3 – ინტეგრირებული სწავლების მიდგომით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებებით.
 
ამჟამად სენაკის პროფესიული განათლების ცენტრში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, ხოლო მიმდინარე ეტაპზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 320-მდე ადგილია გამოცხადებული.
პროფესიულ განათლებას ცენტრში წარმატებით ეუფლებიან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული სტუდენტებიც.
 
სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შშმ და სსსმ პირთა საჭიროებებზე.
მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ცენტრში იმყოფებოდნენ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილეები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო