სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის აკვაპარკის სეზონი გუბერნატორის ინიციატივით სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა გახსნეს

2015-07-18 14:00:00

ანაკლიის აკვაპარკმა სეზონი ოფიციალურად გახსნა. აკვაპარკი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, სოციალურად დაუცველმა და წარჩინებულმა ბავშვებმა გახსნეს, მათ მთელი დღის განამვლობაში აკვაპარკში დასვენება უფასოდ შეეძლებათ. აკვაპარკმა დღეს ბავშვებს სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, გურიიდან და იმერეთიდან უმასპინძლა.

ანაკლიის აკვაპარკი მთელი სეზონის განმავლობაში საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მოემსახურება მომხმარებელს. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკვაპარკში შესავლა უფასოა, სხვა მომხმარებლებისთვის კი მთელი დღის განმავლობაში გადასახდელი თანხა 15 ლარს შეადგენს.

30 ივლისს კი ანაკლია საზღვაო სეზონს ოფიციალურად საერთაშორისო მულტიფორმატული ელექტრონული მუსიკის ფესტივალით „Gem fest“ გახსნის. 9 დღიან მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს, მათ შორის არმინ ვან ბიურენი, დადფაერი, თეილ ოფ აზი, ბოკა შეიდი, ელენ ალიენი, ლუჩიანო, დევიდ ავგუსტო და სხვა.

წინასაწესტივალო მზადება ანაკლიაში აქტიურ ფაზაშია შესული, ზღვისპირა კურორტზე ერთდროულად კაფე-ბარები, გასართობი ცენტრები და რამდენიმე სცენა შენდება. ფესტივალზე იქნება, თანამედროვე საშხაპეებით უზრუნველყოფილი კარვების ქალაქიც. უკვე მოეწყო ზღვამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკები, მთლიანად განათლებულია ანაკლია-განმუხურის ბულვარი, მშვიდობის ხიდი, სრულად მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო