ახალი ამბები
ჩხოროწყუში 161 მეტრიანი ხიდის მშენებლობა დასრულდა
2026-06-11 19:55:00
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხიდის მშენებლობა დასრულდა. 161 მეტრიანი საავტომობილო ხიდი ერთმანეთს სოფელ ხაბუმესა და ზუმს აკავშირებს. ახალი ხიდის სიგანე 9,5 მეტრია. ადრე არსებული ლითონის ხიდი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ავარიული იყო და სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება საფრთხეს შეიცავდა.
ხიდის მშენებლობის დასრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია გეცნენ.
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასევე გაეცნენ ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.


























