ახალი ამბები
ზუგდიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო
2026-05-23 18:08:00
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში, მეუნარგიას ქუჩაზე 1600 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზასთან ერთად მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში მისასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 861 698 ლარს შეადგენს.


























